Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა გაკეთდება ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე - მერია რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს
ambebi.ge
11 December 2017, 15:20
თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედანზე, მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

"პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის ამ კონკრეტულ უბანში არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება. ეს მოედანი, ეს პროექტი არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი კონცეფციისა, რომელიც მთლიანად ძველი, ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქალაქი არის ტურისტულად მიმზიდველი. გვაქვს მიზანი, რომ /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ეს მიმზიდველობა გაიზარდოს. ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქალაქში, თუმცა, პოტენციალი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან სიტყვით გამოსვლისას თბილისის ყოფილ მერს დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა ამ კონკრეტულ უბანში განხორციელებული სამუშაოების გამო.

"დღეს ოფიციალურად ვხსნით ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყებას. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი წინამორბედის ხელმძღვანელობით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ კონკრეტულ უბანში, კონკრეტულ ქუჩებზე - ეს არის მიწისქვეშა საკანალიზაციო სადრენაჟე-სანიაღვრე სამუშაოები და ამისთვის დავით ნარმანიას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა კალაძემ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი